სიზმარი


მე ჩამყვა შენზე დარდი და დილით
მითხრეს, რომ წყლისთვის მეთქვა სიზმარი.
მეკი წყალთან ვარ და ვევედრები, რომ დაგიფაროს ყოველ ცისმარე -
ჩვენმა ღმერთმა და ბუნების ძალამ.
შენმა გამჩენმა და ლოცვამ დედის,
რომ გადალახო ყველა ცდუნება,
რომ მომჩივანი არ იყო ბედის.

ამათ კი სჯერათ, ჩემს სიზმარს აქრობს წყალი -
გვამების გამომრიყავი.
როგორ იფიქრეს, წყალს გავატანდი სიზმარს,
რომელშიც ჩემთან იყავი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი