მომღერალ - გოჩა აბულაძეს


წლებს ერთმანეთი
შემოლევიათ,
შენ კი მღერი და
გისმენს ქარები.
ზოგჯერ როგორი
თვინიერი ხარ,
ზოგჯერ როგორი
მიუკარები.

ყველა ძარღვიდან,
კაპილარიდან,
გულისკენ მიგყავს,
სისხლის დინება
და თუ აქამდე 
არ გაგიგია,
აწი ხომ მაინც
გეცოდინება, -

რომ შენს გალობას 
ვუსმენ და ვტკბები,
რომ გულს მალამოდ
ესალბუნები,
ხან ქარბორბალობ,
ხან ნიავს ჰგავხარ
და ალბათ რაც ხარ, 
ეს ხარ ბუნებით.

მე კი მაჟრჟოლებს,
ტკბილხმოვანება,
და ვხარობ, ძმაო, 
შენი დიდებით!
გულსაც იმიტომ 
აგნებ ადვილად,
რომ ძარღვში 
სისხლად მიედინები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი