მეგობარ პოეტს, პაატა აბაშიძეს


შენ პოეტი ხარ, 
და რითმებს იხმობ,
სიტყვები თვითონ
ხარობენ შენში,
შენ პოეტი ხარ 
და ერთ მზიან დღეს, შენი ლექაებით
ვიღაცას შეშლი.

ატარე მერე 
მისი ცოდვები,
ლექსების წერა 
ხომ სასჯელია,
შენ, ყველა სტროფი
სხვაგვარად გტკივა,
დიდ პოეტებსაც 
ასე სჩვევიათ

და ახლა ლექსი 
თუ დაგამარცხებს,
როს სიტყვის წარღვნას,
კალმით დახვდები.
აწი რამდენიც 
უნდა ეცადო,
შენ სხვანაირი 
ვეღარ გახდები

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი