ქუჩებს თხლად აცვიაღ და...
ქუჩებს თხლად აცვიათ და ხეებს ტანში სცრის. პირმოხსნილი ჭრილობა სისხლისაგან მცლის. ვერ მოვაბი საბელი აღვირახსნილ დარდს, ავედევნე კვალდაკვალ ჩემი სულის ლანდს. ჰაერს ტბორავს სიცივე, არმოსული მზის, ისევ მიწევს დალოცვა, დაწყევლილი გზის. ჭრილობიდან ვირეცხავ, ქვიშასა და ღორღს. შიშით ვუცქერ ცხოვრების მარულას და დოღს. ტკივილს თმენა უხდება, უხმოდ ვყლაპავ ცრემლს, ზოგჯერ ბედი, ოხერი, რა უღმერთოდ მცემს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი