ჰყვავიან იები


* 
ჰყვავიან იები, 
ფრთებს ვნატრობ, საფრენად.

გაზაფხულს მოჰყვება
სურვილი ამგვარი.

ზამთარი წავა და
დღეები გათბება,

თებერვალს წყალი აქვს 
ფილტვებში ჩამდგარი.

ჰყვავიან იები,
მზე სულშიც შეაღწევს,

შემოვა ყველაზე დაფარულ ფიქრებში.

მოვა და სულ სხვაგვარ 
სიცოცხლეს შემაწევს,

თებერვალს წყალი აქვს 
ჩამდგარი, ფილტვებში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი