ვიცი, რატომაც არ შერჩი ფიქრებს


ვიცი, რატომაც არ შერჩი ფიქრებს
და ჩუმად რატომ გამოიპარე.
შენ შეგრცხვა ჩემი აღიარების, 
თვალებზე თოვლი ჩამოიფარე

ახლა ცა უფრო დაბლა დაეშვა
შენი თვალები უფრო შორია
და თოვლიან ცას ვტკეპნი ფეხებით,
რადგან ჯერ ფრთები არ მიშოვია.

ნაგვიანევი თოვლის ქორწილში,
ლექსები სისხლად მომდის მაჯებზე,
ახლა ცა თითქოს
უფრო ახლოა
და აღარ ვფიქრობ სხვა დანარჩენზე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი