სიბნელეს გულში უნათებს მთვარე
სიბნელეს გულში უნათებს მთვარე. გრიგალი ხეებს იხვევს მაჯებზე, ზედ რომ ბუდობდნენ, იმ ჩიტებს, ნეტავ, თუ უფიქრიათ სხვა განაჩენზე? ხომ გახსოვს, როგორ მიყვარდა ქარი? ახლაც მიყვარს და ვერევი ბინდში. ყველამ სასწრაფოდ დახურა კარი, მე კი ლექსებს ვწერ ასეთ ამინდში ვწერ და უბეში, კალთაში, თმაში, შეფარებული მყვანან ჩიტები. ვიფარავ, მაგრამ ვერ გამიგია, ნეტავ, ვის უფრო მეტად ვჭირდები? ვის უფრო ესმის, რომ გზაზე ვდგავარ? ვდგავარ და ვიჭერ ხელებში გრიგალს, .ახლა ამ ჩიტებს იმდენად ვგავარ, ალბათ ფრთებიც კი ჩიტებს მიმიგავს. ჩემი ამინდი გიჟდება გარეთ, ზეცა იკრიბავს ღრუბლებს, ავდრიანს. ცას შერჩენილი, ობოლი მთვარე ანათებს ღამეს, შავ-თეთრ კადრიანს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი