ოდესმე ალბათ


ოდესმე ალბათ მე მოგიყვები
შენზე ოცნებებს როგორ მივები,
ვიხეტიალე ეკლიან გზაზე
და ბოლოს, ბოლოს სხვასთან მივედი.
ოდესმე ალბათ იმასაც გეტყვი
უკან დახევა რომ მომიწია
და კვლავ გეძებდი,მტკიოდა გული,
გული-შენთვის რომ არ მომიცია.
და გადახსნილი ჭრილობებიდან,
ამოდიოდა კივილის ხმები,
მტკიოდა ჩემი უნიათობა
და ვერ ხედავდნენ ჭრილობებს სხვები.
ასე ვიხოხე ეკლიან გზაზე,
გადავივიწყე სხვა დანარჩენი
და ეკლიანი გზების ბოლოში
გზის დასაწყისი გამოჩნდა ჩვენი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი