შენ ისევ
შენ ისევ მაღლა მიიწევ, მე ისევ დაბლა ვრჩები. განვმეორდები ვინმეში და ასე გადავრჩები. შენ ისევ შიში მიგაფრენს, მე ისევ მშველის რწმენა. სანამ შენ ზეცას მოივლი მე აქ ტალახში ვწევარ. ზემოდან ალბათ არც ვჩანვარ, ხან ღამე გიშლის, ხან მზე, მე ვერასოდეს მოგწვდები- ტალახი მიჭერს ტანზე. ამ ბოლოს ხშირად ძალიან ზეცაზე ფიქრი დამჩემდა და ერთი კითხვა მაწუხებს:- წასვლა სჯობდა თუ დარჩენა?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი