დედას


ეგ ნაოჭები და თეთრი თმები
ჩემზე დარდსა და ტკივილს მალავენ.
და მეზიზღება ყველა ის წლები შენ რომ სიცოცხლის დღეებს გპარავენ.

მე ახლა შენი თეთრი სიბერის, ვერახდენილი მქვია, ფიქრები.
შენ ისევ მიმზერ, ვით ბოლო იმედს
მე კი თვალსა და ხელში გიქრები.

ასე ჯიუტად მდევნიან წლები,
ასე ჯიუტად მეც მათოვს უკვე,
ადრე თუ ღამეს ჩემთვის ათევდი,
ახლა ღამეებს ჩემზე დარდს უთევ.

და როცა სარკე ამრეკლავს ხოლმე, 
ვუმზერ ჩემს სახეს, შენგან ნაფერებს
და მემწარება ყველა საათი
და ყველა წამი
რაც შენ გაბერებს.

მიდიან გზები, მიდიან წლები...
წლები ასაკს და წარსულს მძალავენ.
ეგ ნაოჭები და თეთრი თმები
ჩემზე დარდსა და ტკივილს მალავენ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი