ჩემს და-ძმას, ეკას და ზურაბს
გახსოვთ ჩვენი დღეები? სიარული ფერდობში, ჩვენი სახლი, პატარა, ოდნავ დამრეც ეზოში. ალუბლები, ტყემლები და ლეღვის ხე - შემხმარი, ახლა ისე გულწრფელად ვეღარაფერს შევხარი. გაიხსენოთ იქნება ვენახების მწკრივები, ზამთრის თბილი ზღაპრები, შემოდგომის წვიმები ჭურის თავზე დარგული ნიგოზი და ატამი, სიმინდები ყანებში, სახლში გადასატანი. ოქროს ბულულებივით- თივის მომცრო ზვინები ზვინის თავზე მწველი მზის მოცეკვავე სხივები. ჩვენი რბენა ეზოში ფეხშიშველი ფეხებით, ის, რაც მაშინ მოგვბეზრდა, ახლა ვეღარც ვეხებით. არეული გონებით ახლა ვქექავ შორეულს, მიძინებულს ხსოვნაში, დავიწყებამორეულს. ჩვენი წლები, ბავშვობის, გავიხსენოთ იქნება, სანამ ჩამოათოვა დავიწყების ფიფქებმა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი