დროს
ნუ გარბიხარ! ვერ გეწევი, მზე მებნევა ხელებში მზის სხივები მაბრმავებენ, ზღვა მერევა ხმელეთში. მომეხმარე, რომ ავკრიფო ისევ მისი სხივები, გავაყოლო ზღვის ბილიკებს სიზმრიანი ხილვები. ნუ გარბიხარ! ძალა არ მაქვს, ზოგჯერ ისე ვიღლები, რომ მერევა ყველაფერი და მიწისკენ ვიხრები. ნუ გარბიხარ! ხომ ხედავ, რომ ისე სწრაფად გარბიხარ, ყველა, ვინც კი ვერ გეწევა, აღარაფრად არგიხარ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი