კედლებს ვერ გავაცილე
კედლებს ვერ გავაცილე ჩემი უხმო კივილი, მდორედ მიედინება ჩემი ცრემლის მდინარე, ყველგან სიცარიელეს აუღმართავს ჯებირი, იქნებ სიზმარია და თავს ვიფხიზლებ მძინარე. ისევ თეთრად თენდება, გულს აწყდება ზვავივით- ათასგვარი ფიქრების ერთიანი ნაკადი. მივუყვები ცხოვრებას, ხშირად რაღაც მეშლება, ვცდილობ გამოვასწორო- მილიონჯერ ნაცადი. ფერი არ აქვთ ტკივილებს, არც სხეული არა აქვთ, ერთნაირი დღეები ქარზე სწრაფად მიდიან. შორეული ფიქრები, არამხდარი ნატვრები, ცად მიმავალ ღრუბლებზე ახლა ცრემლად ჰკიდია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი