მოვიხმე ისევ


მოვიხმე ისევ ჩემი მუზები,
ფიქრებს რომ კარგად მიბალანსებენ,
ასჯერ ნახანძრალს და ვერგარდაცვლილს
გრძნობის ტალღებში მომათავსებენ.

ვუცდი ამინდებს, ქარიშხლებიანს,
იქნება მიწას მომწყვიტოს ტალღამ,
ყველა იარა, ყველა ტკივილი
უკვე გაყუჩდა და გულში ჩალღვა.

ახლა ათასჯერ გადამწვარ სხეულს
ათასმეერთედ შევუნთებ ხანძარს
და დაფერფლილი თავით და ტანით-
ათასმეერთედ ავაგებ ტაძარს-

სადაც შეხვალ და ილოცებ ჩემზე,
სადაც სანთლები ათბობენ კედლებს,
სადაც არასდროს ჰქონიათ ფასი,
არც ოქრო-ვერცხლს და
არცა ჩინ-მედლებს.

მე კი აქ ვტოვებ მიწიერ ყოფას,
ქარიშხლებს მივსდევ 
და ვწყდები მიწას,
შენ არ დატოვო ჩემი ტაძარი
და მე მივაღწევ, მისაღწევ მიზანს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი