მე ვზიდე...


მე ვზიდე მიწა
მე ვზიდე ზეცა,
მე ვზიდე ჯვარი-
გოლგოთის მთაზე.
და მივხვდი ვინც ვარ
და ელდა მეცა,
მეც გამაკრავენ
ამ ჯვარზე ხვალ-ზეგ.

და ვწევარ ზურგით 
მიწაზე ახლა
და მიწა ზურგზე
მკიდია ისევ.
არ მინდა ისევ
თავის ძირს დახლა,
და ვარსკვლავებით
უპეებს ვივსებ.

და მოლოდინში,
მილპება ძელი,
და დაიჟანგმენ 
სამსჭვალნიც თითქმის.
მეც გამახსენდა
ამბავი ძველი,
რომელიც ახლა
არაკად ითქმის

და ჭრილობებით 
გატანჯულ ზურგზე,
ხანაც მიწა და 
ხან ცა მკიდია-
მე ველოდები 
ყოველდღე, ჯვარცმას
მაგრამ, ჯალათნი სხვაგან მიდიან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი