ახლა სისხლი სდის


ახლა სისხლი სდის აქეთ და იქეთ
გულს-გაგლეჯილი ჯებირებიდან,
ნუ დამაბრალებ სიტყვის გატეხვას,
როცა არაფერს შეგპირებივარ.

ვწერე და ბოლოს ვერ წავიკითხე, 
ჩემი ცხოვრების ბედის წიგნები
და ახლა, თუკი ანთებულს მხედავ,
ლოგიკით ხვალ ხომ
ფერფლი ვიქნები.

იქნება სული მარტომ დავლიო,
ამ საკუთარი გენიის ალში, 
და მივიწყებულ მწვერვალებიდან
საკუთარ სიკვდილს ჩავუდგე კვალში.

მანამდე ისევ შენთან ვბრუნდები, 
თუმცა არაფერს შეგპირებივარ,
ნუ გამექცევი, როგორც ეს სისხლი-
გადმოხეთქილი ჯებირებიდან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი