ჩემი სულის ჩიტები
ჩემი სულის ჩიტები როს დაფრთიანდებიან. როცა თავის ჭიკჭიკით მიმიხმობენ ზეცაში, გახსოვდეს, რომ მტკიოდი, გახსოვდეს, რომ მიყვარდი, გახსოვდეს, რომ არასდროს გამიცვლიხარ მე სხვაში.. მივუყვები ცხოვრებას, ათას გზებად დატოტვილს, ხან ცრემლები მებნევა, ხან სიხარულს ვარიგებ. ხან სხვის კვალში ვაბიჯებ, ხანაც კვალავ დათოვლილს, მოვკვდები და რამ მომკლა ვერასოდეს გავიგებ. შენ კი, ვიდრე აქა ვარ, ვიდრე ვკვალავ საკვალავს, არ დამტოვო, რადგანაც ჰაერივით მჭირდები, რადგან, ვიცი ეს გზები ამირევენ სათვალავს, სანამ ფრენას ისწავლიან ჩემი სულის ჩიტები. ჩემი სულის ჩიტები როს დაფრთიანდებიან, სუნთქვა გადაიკივლებს გადათოვლილ მთა-გორებს, ჩემი მწვანე გრძნობები ცად აფრიალდებიან, შემოგძახებს შორიდან, შენ კი ვერ გაგაგონებს
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი