პოეტის ცრემლი
თქვენ იმას ხედავთ, გულქვა კაცებო, რაც დღეს არის და ხვალ არ იქნება, რასაც თქვენ ხედავთ, ის არ არსებობს, არსებულს ცრემლით უნდა მიგნება... თქვენ რაც არ იცით, იცის ბალახმა და მაინც ბალახს თელავთ ფეხებით, აზრი აქვს მხოლოდ იმის დანახვას, რასაც ცრემლიან თვალით ვეხებით. თვალში ნაცარიც რომ შემაყარონ, გრძნობა შემრჩება თავისუფალი, პოეტის ცრემლში ვხედავ სამყაროს, ცრემლის წვეთშია თვითონ უფალი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი