თხოვნა


ამ წელიწადს, ღმერთო, ყველას
სიხარული არგუნე,
ავი ზრახვა, სიბოროტე
გთხოვ, ყველაში დათრგუნე.
აძლიერე ოჯახები
შვილებით და მოყვარით,
გაახარე გლეხის გული
უხვ მოსავლის მოყვანით.
ამ წელიწადს მაინც შევძლოთ
თავის რჩენა შრომითა,
ნუ აავსებ ქართველის გულს
სხვაგან წასვლის ნდომითა.
დაგვიბრუნე სიყვარული,
თანადგომის მზეობა.
არ მოშალო ქართველების 
ქორწინება, ძეობა.
ეგ ვერაგი ვირუსები
გადაკარგე ქვესკნელში,
ერთა მტრობაც მიაყოლე,
შეგვარიგე ამ წელში.
დე, არ იყოს პარტიათა 
გათიშვაც და ქიშპობაც
და სხვადასხვა დაჯგუფებად
ჩვენი ხალხის გაყოფა.
ადამიანს თვალში სხივი
სიხარულის უკრთოდეს, 
ირგვლივ მყოფთა წარმატება 
და სიკეთე უნდოდეს.
დე, ეშმაკი საავკაცოდ
აწი, ნურვის აცდუნებს,
გვეყო დარდი, გვეყო შიში,
სიხარული გვარგუნე.
2021

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი