მაინცა ვარ ქალი
ეს რა მოგდის გულო, როგორ კრთი და ბორგავ? შენი გახელება არ აქაურს მოჰგავს. რამ აშალა სულში, ნეტავ მძაფრი ქარი? რატომა ვარ ისევ, ვით უგონოდ მთვრალი? რად დანისლა თვალი, ნაცრისფერმა სევდამ? რად მგონია თითქოს ყველგან მდევ და მხედავ? ჩუ, დაწყნარდი გულო გეყო კრთომა უკვე, თორემ სული ხედავ, რა უფსკრულებს უტევს? ვერ გაუძლებ ვიცი, გადამჯაბნის ქარი, რადგან პირველ ყოვლის მაინცა ვარ ქალი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი