მომენატრები


მომენატრები, როცა თენდება,
როცა მზის სხივი ცის კიდურს კოცნის,
მომენატრები, როცა ბინდდება
და როცა დროა მიჯნურთ ლოცვის.

როს ვარსკვლავები ცაზე ინთება,
ვით უთვალავი ციცინათელა,
ეს  მონატება ისე მძაფრია, 
გნახავ და მაშინ მიჭირს გამხელა.

მომენატრები, როცა ზამთარი,
ციდან გვიგზავნის ფარფატა ფიფქებს,
როცა ატამი შეიშმუშნება,
მორცხვად გამოფენს თვის პირველ კვირტებს.

როდესაც ბაღში გადაირევა,
ტყემალი,თეთრი კაბით მოსილი,
როდესაც შაშვი აჭახჭახდება,
როდესაც არის მერცხალთ ქორწილი.

მომენატრები დღისით და ღამით,
ეს მონატრება დამსდევს ლანდივით,
მე მენატრები უფრო და უფრო,
 ეს მონატრება დამაქვს განძივით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი