ნინია და ფინია


გაუმართლა მურიკელას,
ჩვენ კუდგეძელა ფინიას,
გარეთ თოვლში სასეირნოდ
გაიყვანა ნინიამ.

მერე ერთად იხტუნავეს,
დადგეს თოვლის ბაბუა,
პურის გულით გამოკვებეს,
მტრედი, ჩიტი ღაბუა.

მერე ერთად მოიღალნენ,
მოეყინათ თითები,
წამო, ჩემო მურიკელა,
ცხელ ბუხართან გავთბებით.

სახლისაკენ მიაშურეს,
კმაყოფილი გულებით,
გარეთ ფიფქი მოიტოვეს
ფუმფულა და ულევი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი