ყოყლოჩინა ბატუკა


ტყაპა-ტყუპით გაიარა,
მთელი ეზო ბატუკამ,
დამიხედეთ, რა დღეშია,
ან ასე რამ გატუკნა.

უყრის სიმინდს ბებო ნატა,
თავს ევლება ფერებით,
ეს კი თურმე ყოყლოჩინობს-
მეზობლის ბატს ვერევი.

აქ ეზოშიც ხომ დაჩაგრა,
დედლები და მამალი,
ახლა ყველა ირაზმება,
მოდის მთელი ამალით.

ვნახოთ ერთი რა ბიჭია,
ყოყლოჩინა ბატუკა,
ალბათ ფიქრობს შეიფარებს,
მისი ბებო ნატუკა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი