მსუნაგი დათუნია


ამ პატარა დათუნიამ
მიიტანა თათი დრუნჩთან,
გაღვიძებულს უთენია
თაფლით სავსე ლოყა უჩანს.

ვერ ტიკტიკებს,
ვერც რას იტყვის
ვერც ცელქობს და
ვეღარც ბორგავს

ღორმუცელა ახლა ზის და
მუცლის ტკივილითა ოხრავს.
ხომ გითხარი ჩემო ბიჭო,
ეუბნება ტკბილად დედა,

რაო, ჩემო ღორმუცელა,
რად შემყარე დარდი,სევდა.
გაიტიკნე ფიჭა-თაფლით,
ამოივსე სქელი დრუნჩი,

ახლა ექიმი გაგსინჯავს
და განკურნავს შენს სიურჩეს.
ოჰ,ოჰ,უჰ,უჰ- ქშინავს დრუნჩა,
ტკივილისგან მანჭავს სახეს,

რა ქნას მაინც თაფლის ქილა,
ელანდება თვალს რომ ახელს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი