ტყის ზეიმი


ტყის ბინადართ გადაწყვიტეს,
ერთად შეხვდნენ ახალ წელს;
დიდი ნაძვი შეარჩიეს,
მორთეს, სუფრაც გააწყვეს;

ყველა ერთად შემოუსხდა,
საახალწლო მაგიდას,
ყველაფერი უხვადა აქვთ,
თქვი ოღონდაც რა გინდა.

დრუნჩამ ცეკვა გააჩაღა,
დაძუნძულებს ბურდღუნა,
ბაჭია კი ისე დახტის,
ლამის ფეხმა უმტყუნა.

ზღარბი დინჯად გადახედავს
ამ ონავარ ყნაწვილებს,
მერე თვითონ ხელმძღვანელობს,
საცეკვაოდ აწყვილებს.

მოილხინეს საახალწლოდ-
გული კარგად იჯერეს,
მერე სახლებში წავიდნენ
დედიკოს დაუჯერეს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი