მელანქოლია


მე ვუძვღნი ლექსებს, სულაც არავის
არავინ არ მყავს არავინ მიყვარს,
ვადარებ სტროფებს წითელ ვარდებად
წვიმის წვეთებად ვადარებ სიტყვას.

და თუ გიჩნდებათ კითხვა მე ვინ მყავს?
არავინ არ მყავს ოჯახის გარდა,
თუმცა ეს კითხვა სულელურია!
ოჯახი თუ გყავს ყველა გყავს მართლა!

თუმცა ოჯახი არ არის მარტო,
ბუნება მთვარე და ვარსკვლავები. . .
ბუნების მეტი არ არის სანდო,
მიყვარს ხეები და ხის ეგ მკლავები

მიყვარს ცეცხლი და მიყვარს მდინარე,
მიყვარს ზღვები თუ გადავიარე
ცხრა ზღვა-მთას იქით თუ დამელოდება,
გონება მთისკენ მიეშურება.

მიყვარს კალთები და მხრები მისი,
ლურჯი თვალები შუაში მწვანე
თითონ გამწვანებული მრგვალი კუნძული
მის გარშემო კი ცისფერი ზღვა მე!

ტუჩები მისი ალვის ტოტები
გაწითლებული ნეკერჩხლისავით
მისი წარბები ლამაზი თმები,
ადიდებული მდინარესავით.

სწორედ ეს არის ეს საქართველო
ლამაზი მთა და მდინარე კოხტა,
თუ ერთხელ მოშორდი ველო ძალიან, მოგენატრება და არა ცოტა!

მაგრამ მე ვზივარ გულჩათხრობილი...
ვზივარ ვუყურებ ფოთლების რხევას,
სწორედ ეს არი ჩემი შიმშილი,
გიყურებ და ვერ შევიგრძნობ შვებას.
სიყვარული

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი