ექსპრომტად ..


ექსპრომტად  

ბედისწერით თუ ბედით კმაყოფილს
გზად შენი ერთი ღიმიც მეყოფა!
როგორც, ხანდახან, მთლიან ნათელში
მზეს ერთი  სხივი გამოეყოფა _
მოწყდი  ფიქრებს  და  არ  მედარდება _
ვის  რას  ვუშავებ, ან შენ  რა გიჯობს...
..........
არ  გიფიქრია, ჩემი ქარ-ცეცხლით
შენს სიმშვიდეში  შემოვაბიჯო?!.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი