არც ამაღლებული განწყობილების ..
არც ამაღლებული განწყობილების, აღარც ფერების, ცის ან მიწის სურნელის გამო... იქნებ, მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ გულწრფელი ხარ, მე შენ პოეზია დაგარქვი! გადაგიარონ, მაგრამ გვერდს კი ნუ აგივლიან (ვიცი, რომ არ გაითელები. ასე შენი სიჯიუტე მაფიქრებინებს... ბოლოს და ბოლოს ცა წამოგწევს). ნუ დალაგდები! ნუ გამწირავ და იყავი სულ დაუვარცხნელი! მეტი არც რა. აბა, შენ იცი, აწეწილ-დაწეწილი სამშობლო მაქვს და მშვენიერი ნურც შენ იქნები!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი