გამოვეხეტე ახლა სახლიდან ..


გამოვეხეტე ახლა სახლიდან.
გრძნობაზე გითხრა? ვერც კი მოისმენ
(მზერამ ზურმუხტი ისე ასხლიტა,
ცამ გადაუხსნა მკერდი მოლისფერს)...
გამიფერმკრთალოს იქნებ სიფიცხე
გზამ _ დაწყვეტილი გულით ნანდომმა.
შეხვედრის ელდას ვეღარ ვივიწყებ...
შენ გიპოვე და ... უფრო მარტო ვარ!
ხელებს (თუ უფრო _მზერას!) გამოწვდილს
მივყვები! ღმერთიც ვეღარ მიფარავს!
რა დამამშვიდებს, როცა გამოცდილ
სიყვარულს მისხალ-მისხალ ვიპარავ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი