ექსპრომტი პოეტს, რომელმაც მითხრა ..
ექსპრომტი პოეტს, რომელმაც მითხრა, გავიგე, ჩემი პოეზია ძალიან გყვარებიაო არ დაიჯერო, გაგიგონია დღემდე რაც, არც ის – თუ რამ გინახავს. ეს ის არ არის, რაც შენ გგონია, ლექსების გამო კი არ მიყვარხარ! გაგეცინება... ვერ მოვახერხე დღემდე დამწველი გრძნობის გამხელა – მე შენ მიყვარხარ, თორემ ლექსები... ჩემიც კი მყოფნის თავზე საყრელად!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი