რა გაიოცე? წამით შენს თვალებს ..
რა გაიოცე? წამით შენს თვალებს ისეთმა ელვამ გადაუარა, რომ ,,გამარჯობა" ღიმით შევცვალე და... მოგიკითხო ახლა თუ არა... . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . დამშვიდობება იყო ისეთი, მე რომ ვიცი და შენც რომ გაქეზებს მარტოობისკენ. გაუჩინარდი და ავიფარე ხელი სახეზე. ბედი დამატყდა _ ყველა სიყვარულს შენთან მივყვე და ერთხელ ვერ გითხრა... სხვას ხომ ყველაფერს ჯვარი სწერია, როგორ ხარ-მეთქი, მაინც მეკითხა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი