მე არავინ ვარ


მე არავინ ვარ,და ამ არავინს,
წვიმად რად ათოვს რითმა?
და სოფლად ვისაც გვქვია არავინ,
ჩვენი შექება ვინ სთქვა?!

თუ არავინ ვარ,მე ამ არავინს,
სიტყვა ,რად მესმის ციდან,
და ეს ლექსები ვითარც ლოცვები,
რატომ სხივდება მზიდან?!

თუ არავინ ვარ მე შემოდგომის,
მწუხრი რად მარქვა ღამემ?
თან ჩემი დარდი,ჩუმად,მალულად,
სად წაიკითხა მთვარემ!

თუ არავინ ვარ რამ ამატკივა
მე ამა სოფლის სევდა?
ან რად ვიტკინე,ის რაც ვიტვირთე,
ამ წუთისოფლად ერთმა!

მე არავინ ვარ მიტომ არ მახსოვს,
როდის ვიტკინე სული?
ან ვის დასჭირდა რომ წაერთმია,
ჩემთვის ნატკენი გული?!

თუმც არავინ ვარ,მიტომ არ მყვარობს,
წუთისოფელი თურმე,
და არც მე ვიცი ,გამახარებს კი,
რომ შევიყვარო მრუმე!

ამ სოფლად მართლაც ის სახელი გვაქვს,
რაც წუთისოფელს ნებავს,
მიტომ არის რომ შემოდგომისას,
ის ჩვენს ფერთაცვლას ხედავს!!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი