რომ შემძლებოდა...
რომ შემძლებოდა... რომ შემძლებოდა მე ბევრ ვინმეს დავივიწყებდი, დავივიწყებდი უცხო ფიქრებს, ჩემში ანთებულს, და მერე ქარი სულ უბრალოდ თვალს შეავლებდა, ახალშობილი ტრფობისათვის სანთლებს დანთებულს! რომ შემძლებოდა საკუთარ თავს გადავმალავდი, რომ არასოდეს დავენახე ქვეყნად უცხოებს, თოვლის მოსვლაში არის რაღაც სიბრძნისეული, რომელიც ფარავს და სანახავს არვის უტოვებს! რომ შემძლებოდა საკუთარ თავს შევიფარებდი, ხალხის თვალთაგან გამოქცეულს კვლავაც დარდიანს, და შემდგომ სულში გაზაფხულსაც დავიყენებდი, მით ავანთებდი სულისმიერ ლექსებს მადლიანს! რომ შემძლებოდა საკუთარ თავს გადავმალავდი, გადავმალავდი ყველასაგან ჩუმად ,მალულად, რომ ჩემი თავი მომეძებნა სულის სიღრმეში, და ვიცოცხლებდი ამ ჩემს სულში ჩუმად ,ფარულად! რომ შემძლებოდა საკუთარ თავს მოვიპარავდი, ამ ქურდობისთვის ეს სოფელი ნუთუ დამსჯიდა? ამ გულმა რა ქნას, ოდეს ელტვის მარტოდ სიცოცხლეს, რადგან მრავალი თვალთა მზერით სული დამძიმდა!... მ.ნიკოლავა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი