მჯერა


ველად მობიბინე ყვავილებში,
სევდის სილამაზე დავინახე,
და მათ დასაკრეფად უნებურად,
ნეტა უმალ რატომ დავიხარე?...

ხელი როს შევავლე, მომაგონდა,
მათაც სული უდგათ ცისიერი,
ციდან დედამიწად დაუნერგავთ,
უფლის ყვავილები მზისმიერი!..

ქვეყნად ყოველი ხომ ღმერთისაა,
მისი სიტყვის მადლით გაჩენილი,
თუმც კი შროშანები ედემისა,
დედამიწადაა დარჩენილი!

ყვავილების მსგავსად ჩიტუნებიც,
ქვეყნად მდგმურებივით სახლდებიან,
ცოდვილ წუთისოფელს ვერ უძლებენ,
მიტომ ცივ ზამთარში მარცხდებიან!

მერე გაზაფხულის თბილ დღეებში,
ჩვენი ხელნი მათ რომ ეხებიან,
იცით ყვავილები ამა სოფლად,
სულიერად როგორ ეცემიან!.

მაინც ყვავილობენ უსასრულოდ,
ვიდრე თვალნი მათით დატკბებიან,
მჯერა ჩვენი გულის გასახარად,
ამა სოფლად მაინც დარჩებიან!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი