დედა


დედა ის მზიანი დარი არის,
ფრთებქვეშ რომ იფარავს შვილებს აღსაზრდელად,
ის ხომ ის მთავარი რითმებია,
სტროფებს რომ აერთებს ლექსთა დასაწერად!

დედა სევდიანი დილაც არის,
ზოგჯერ ღამის ძილი რომ არ ეკარება,
თუნდა უძილობამ თავბრუ დაახვიოს,
მაინც მთვარეულის ლამპარს ემსგავსება.

დედა ღამეული ლოცვაც არის,
შვილის სიყვარულით სანთლად რომ ინთება,
შემდეგ უძილო მით დაღლილ- დაქანცული,
უფლის კურთხევით და მადლით აივსება!

დედა ღრუბლიანი დარიც არის,
შვილზე ფიქრით მთვარის მსგავსად დაილევა,
მას თუ რამე უჭირს ის არ დაიძინებს,
ფეხზე მდგარი დედის ლოცვით დაიღლება...

დედა სიყვარულის დარი არის,
შვილის ცაზე ლოცვით მზეს რომ ამოიყვანს,
თუნდა სიბნელეში მდგარნი იყვნენ,
ის, ამ ბნელიდან შვილთ მზეში გადმოიყვანს!

მ.ნიკოლავა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი