მე დეკემბერო
მე დეკემბერო ბავშობაში გეტრფოდი მხოლოდ, რადგან ახალ წელს მაგებებდნენ შენი დღეები, თუმც ბოლო თვე ხარ დასასრულთან მოიაზრები, შენს მოგონებად იქცევიან ძველი თვეები! შენ დეკემბერო ბავშვობაში გეტრფოდი ძლიერ, ახლა არ მხიბლავს სუსხიანი შენი დღეები, რადგანაც შენი ბრალია რომ ასე უგულოდ, რომ უსიცოცხლოდ თავებს ხრიან ცაცხვის ხეები! შენ დეკემბერო ახალი წლის მომყვანო მაინც, ახალ მიზნებს მით მისწრაფებებს ფიქრით ვეხები, საათი თორმეტს რომ ჩამოჰკრავს ამ ლამაზ ღამეს, რწმენით შევყურებ მომავალს წელს,და მეც ვემთხვევი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
ბრავოოო
ხელები ამიწევია
👏👏