პოეტს თუ შენს თავს უწოდებ
პოეტს თუ შენს თავს უწოდებ,. იქ ყოველივე მთავრდება, მსგავსად ვითარცა ამქვეყნად, სასმელი ღვინო წყალდება... პოეტს ამაყად თუ ირქმევ, იმწამს სრულდება ყოველი, არავინ არის შენი და, შენი ლექსების მთხოვნელი! პოეტს რად ირქმევ თუ იცი, ციდან გვეძლევა სათქმელი, შენა ხარ მხოლოდ ამ ლექსთა, ხალხთათვის სანთლად დამთები! პოეტს თუ ირქმევ ეს ქებაც, გზაზე დამდები ფეხისა, ამ სოფლის ტყუპისცალია, წამქცევი ,მსგავსად მეხისა!!! ნუთუ არ მოგწონს რომ ღმერთმა, დაგანთებინა სანთლები, იცოდეთ ,მაინც არ გვქვია, ამ წუთისოფლად მართლები! რადგან მართალი ამქვეყნად, მხოლოდ უფალი ღმერთია, ამ სიბნელეში სხივსა გვფენს, მზის შუქი ,ერთადერთია!!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი