ქრისტე აღდგა!


ქრისტე აღსდგა!-მაცხოვარი მესია,
ქრისტე მათლაც ჭეშმარიტი ღმერთია!

ქრისტე აღსდგა ,რომ სიკვდილი მოეკლა,
ქრისტე აღსდგა!- ჩვენს სულს ტკბილად მოესმა.

ქრისტე აღსდგა!- სიკეთემ გაიმარჯვა,
სამოთხის გზა,აღდგომით გაიკაფა!

ქრისტე აღსდგა!- ბორკილები დაიმსხვრა,
მაცხოვარმა განწირული დაგვიხსნა!

ღვთის აღდგომით კვლავ სიცოცხლე გამეფდა,
სიცოცხლის ხსნას ამაღლება დაერქვა!

ქრისტე აღდგა!-ლოცვის სხივნი აენთო,
და სიკვდილიც იმ დღიდანვე დაემხო!

ქრისტე აღდგა!-მზემ ამოსვლით გვახარა,
საუკუნო გაზაფხულად განათდა!

ქრისტე აღდგა!- მოძღვარი ჯვარს ემთხვია,
წუთისოფლად სიხარული გვეწვია.

ქრისტე აღდგა! უკვდავ სიტყვებს ვისმენდი,
ღმერთო ჩვენო ,ტანჯვით ჯვრიდან გვიმზერდი!

გადასარჩენ კაცთა მოდგმას ხედავდი,
ცოდვილნი კი თვალწინ დგომას ვბედავდით!

ქრისტე აღდგა !- როს მამაო გვლოცავდა,
ლოცვის მადლით ის ჩვენს სულებს მოძღვრავდა!

ქრისტე აღდგა- შევიყვაროთ უფალი,
უტკბეს ტრფობის სხივნი ვთხოვოთ მუდარით.

მამა არას დაიშურებს შვილისთვის,
გზაზე შემდგარ მონანული მწირისთვის!

ქრისტე აღსდგა- სასიცოცხლოდ გვესმოდეს,
მოძღვრის ლოცვას ჩვენი ლოცვაც ერთვოდეს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი