ქუჩაში მტვერში წაიქცა ბავშვი


ქუჩაში მტვერში წაიქცა ბავშვი",
და ეს წაქცევა იყო ძლიერი,
ობოლ ბავშვს ფეხზე ვინ დააყენებს,
ის ბავშვი თუკი იყო მშიერი!

ეხლა სხვა დროა,გალაკტიონი,
წერისას სხვაგვარ ცრემლებს დაღვრიდა,
მე უბრალო ვარ ,მაგრამ მეც მტკივა,
ქუჩაში ბავშვი როგორ ატირდა!

ქუჩის კუთხეში მრავალ ობოლ და,
წაქცეულ ბავშვებს ოდეს იხილავთ,
მიეცით ხელი წამოსადგომად,
მის წამოდგომას თუ ვერ იტვირთავთ!

,,ქუჩაში მტვერში წაიქცა ბავშვი",
თუ ამ წაქცევას ერქვა დაცემა,
ნუკრისთვალება ის არ ყოფილა,
და არც ტკივილი იყო მსგავსება!

მ.ნიკოლავა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი