დაგვიანებული პასუხი


„ერთად გავუყვეთ ამ გზის ბილიკებს,
ხალხი კი დაწერს პოემებს ჩვენზე“
                                                                    /ძველი წერილებიდან/
იქნებ მეშორა,
იქნებ მეძნელა
შენი სავალი,
ვიწრო ბილიკებს
რომ ვარჩიე
მაგისტრალები.
და ჩვენ ორს შუა
კედელივით
ცხრა მთა გავავლე,
ახლა მუზებთან
ფეხაკრეფით
დავიპარები.
აღარც კი მჯერა,
არც კი მახსოვს,
მართლა მიყვარდი?
ისიც არ ვიცი,
ახლა რად მძულს
ასე კორიდა.
მე მოლოდინით
დაღლილ თვალებს
ძილად მივაგდებ,
შენ დაუწერელ
ლექსებს გზავნი
ალბათ შორიდან...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი