გთხოვ, ერთი დღე მათხოვეო - მთხოვა ღმერთმა...


„გთხოვ, ერთი დღე მათხოვეო -
მთხოვა ღმერთმა,
მე კი ისიც წავართვი და გავაწბილე,
ღვთის მაგივრად ეშმაკს გვერდზე დავუდექი,
შევცოდე და ცოდვა არც კი გავამხილე.

„ეხლა მაინც, - ისევ მთხოვა თბილად ღმერთმა, -
ჩემთვის არა, შენთვის მინდა მადლი ღვთისა“,
ისევ გარე საზრუნავზე გადავერთე,
არ ვიკადრე არც კი მისვლა ტაძრის პირსა.

კვლავ ეშმაკი გავახარე, მითხრა გველმა -
„რათ დაუთმო შენ მთელი დღე უნდა ღმერთსა?
როცა ძალგიძს, შენს დიდებას მოახმარო,
სხვა სიხარულს ეზიარო არა ერთსა?“

კვლავ უფალსა გავექეცი,
არც ვინანე,
ეშმაკს სული მივყიდე და გავაცინე,
იმავ დღესვე დავვაადდი მძაფრი სენით,
დავწყევლე და ღმერთი დიდად დავამცირე.

ღმერთმა მითხრა -
„შვილო მალე შეინანე,
თორემ გვიან იქნებაო მერე,
შენ არ იცი, როდის წახვალ ამ ქვეყნიდან,
მცირე დრო კი დაგრჩენია ჯერეც“.

ეშმაკმა თქვა - „მაგას ყური არ ათხოვო,
მე გიამებ ჭრილობებსა ამას,
საჭმელ-სასმელს უამრავსა მოგართმევენ,
დიდებულსა სამოსებსა, ალმასს.“

კვლავ ეშმაკსა დავუჯერე,
ღმერთს არ დავყევ,
მართლაც მომცა მე სატანამ დიდება,
ოქრო, ვერცხლი, დიდებული სამოსი,
სმა და ჭამა, ქება და განდიდება.

მაგრამ იმ დღეს თავს დამადგა სიკვდილი,
საშინელი, მისი ბასრი ცელით,
„წამომყევი - მითხრა მკაცრად, ცივი ხმით,
ჯოჯოხეთში შენს წამოსვლას ველით.“

წავყევი და მოვხვდი უფლის პირისპირ,
მითხრა - ბევრი დრო გქონდა და არ ინანე,
ტაძარს გვერდი აუარე, ეშმაკს მიჰყევ,
შესცოდე და ცოდვა არც კი შეინანე.

ახლა წადი, ჯოჯოხეთში გელიან,
შენი ნებით აირჩიე ცეცხლი,
სატანჯველმა ვერ გიწამლა გონება,
ღმერთის ნება ვერ გაიგე ვერც კი.

სიტყვაც ვერ ვთქვი, ისე დამჩნდა წყლულები,
ჯოჯოხეთის ცეცლმა დამწვა სული,
რათ არ დავყევ, დრო რომ მქონდა ღვთის ნებას,
მოვაკელი ღვთის სიყვარულს გული.

სანამ დრო გაქვთ, შეინანეთ ცოდვები,
მღვდელს ეწვიეთ, გაუმხილეთ ცოდვა,
არვინ იცით, როდის შეწყვეტთ სიცოცხლეს,
„ხვალე წავალ“ - არს უგონო ბოდვა.

„შვიდი დღიდან მხოლოდ ერთი დამითმე“ - 
თბილი ხმით გთხოვს შენ უფალი მუდამ,
ახლავ წადი, ნუ გადადებ ხვალისთვის,
ცოდვას ახლავ სინანული უნდა.“

მარიამ მჭედლიშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

2 კომენტარი
ზალინა კუსიანიფილოლოგი2 წლის წინ

ძალიან მომეწონა. ყოჩღ!

დიდი მადლობა! 💖💖💖

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი