***ვგრძნობ, რომ ჩემში სიყვარული ანთია
ვგრძნობ, რომ ჩემში სიყვარული ანთია, შიშია გზას რომ მიბინდავს შენკენ. ვიხსენებ სითბოს, ჩემთვის გაღებულს, მიზიდავს შენი რეალურობა. გავურბი სიტყვას, რომელიც მიხმობს... მახსოვხარ... ჩემს სულს შენი სურნელი ახსოვს... შენი ალებით მტოვებს ტკივილი, გამათბე... ჩემი სული გაალღვე, ამავსე გრძნობით, საოცრად მწველით. ჩემს სულს არ ტოვებს შენი ალები, ვინა ხარ?! მაცდური ცეცხლით შობილი ქალი ?! მიზიდავს შენი ხისტი სიცხადე, -იდუმალება? -დავეძებ თვალებს, შეუცნობელს, თმაში დამალულს, მინდა რომ ჩემი გერქვას, მჭირდები... მჭირდები, რათა გამითბეს სული, უიმედობას ნაჩვევი გული... ჩემში აღვიძებ სურვილს ვიცოცხლო... მახსოვხარ... ჩემს სულს შენი სურნელიც ახსოვს... 2023.16 ნოემბერი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი