***თუ გნახავ სადმე ქუჩაში, მარტოს?


თუ გნახავ სადმე ქუჩაში, მარტოს?
ან კვლავ გავიგებ მე შენს უცხო ხმას?
ხმას, რომელიც ვერ შევითვისე,
ვერ მოვიბეზრე და მომენატრა...

კვლავ გნახავ? იქნებ ის იყო ბოლო —
ბოლო შეხვედრა, ბოლო სიამე...
ვნატრობ, შემეძლოს, რომ
ის წუთები კვლავ განმეორდეს.

ან იქნებ, დროა, გამოვიზოგო
შენზე ოცნება და შენზე ფიქრი?
იქნებ დრო დადგა, აღარ ველოდო
დაბრუნებას გაფრენილ ჩიტის...

და როგორ შევძლო?
როგორ შევწყვიტო ყურება ცაში
იმედით — იქნებ კვლავ გიხილო
შენ, ასე უცხო...

ჩემგან შენს წასვლას მოაქვს ტკივილი.
მე არ ვეცდები შენს ჩემთან დაბმას —
შენი საქმეა, იფრინო ცაში,
მე კი გიყურებ — ასე ლაღს, ლამაზს.

ალბათ ესაა ჩემი წერა —
შენდამი, კარგო.
ჩემი ცხოვრება წაიღო ცაში
და (გა)დამკარგო...

31.03.2024

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი