***დიდი ხელებით მოვდივარ შენთან
დიდი ხელებით მოვდივარ შენთან, დიდი ხელებით გთხოვ — მოწყალებას. ადამიანად დავპატარავდი და შენს სიყვარულს ველი იმედად. რა მემართება, თვითონ არ ვიცი, როგორ დამნაცრე და დამასუსტე... შენი შემყურე ვუმღერ გაზაფხულს — იქნება მხრებზე მზე აკიაფდეს. გამათბობს შენგან გაყინულს სხივი, სიცივით ნაკაწრ სხეულს გამითბობს... რა დაგიშავე, ასე რომ მტანჯავ? რა დაგიშავე, სიზმრების ქარო?.. 🌸 2024.14.06
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი