მარიამ რევიშვილი

მწერალი, პოეტი, ნოველისტი, პუბლიცისტი, იურისტი

● last_activity 1 კვირის წინ
გვერდი შექმნილია 2020 წლის 15 მაისს
დაიბადა: ქ. ქუთაისში 1987 წლის 4 ოქტომბერს ინტელიგენტების ოჯახში - მამა იურისტი, დედა ინჟინერ-პედაგოგი; კატეგორია: მწერალი, პოეტი, იურისტი; სკოლა: ქ. ქუთაისის N36, ი. ოცხელის N2 უმაღლესი: 2009 წ. აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - სამართალმცოდნეობის ბაკალავრი; 2012 წ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - კერძო სამართლის მაგისტრი; 2019-2022 წ.წ. სასწავლო პროგრამა პოლონეთში ,,ადგილობრივი და რეგიონალური განვითარების ხელშეწყობა’’; პრეზიდენტის სტიპენდიანტი; გამოცემები: 2 წიგნის ავტორი; მისი შემოქმედება სისტემატურად იბეჭდება: მწერლის გაზეთში, მერმისი; უქიმერიონი, ჭოროხი, აფინაჟი, ოლე და ა.შ. მიღწევები: საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი; საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ჩოხოსანთა დასის წევრი; 2016 წელს მიენიჭა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიერ, წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ ,,ივერიის’’ სახელობის პროზა-პოეზიის პრემია ,,ივერია’’. 2020 წლის 14 ოქტომბერს ქ.ქუთაისში, ნიუპორტის ქუჩაზე გაიხსნა ქართულ კალიგრაფში შესრულებული მარიამ რევიშვილის პატრიარქზე მიძღვნილი ლექსის კედელი. 2023 წელს ,,პირველი ავტოგრაფის“ მიერ, სასკოლო თეატრალური ფესტივალისთვის დაიდგა მისი პიესა: ,,სიყვარულის ბალი“ დამატებითი ინფორმაცია: წერს მუსიკას, სიმღერებს, ხატავს, ქმნის სამკაულებს. მონაწილეობს სხვადასხვა გამოფენებში. ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი.

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი