ვინც ვარ მე
ადამიანთა მოდგმაში, ადამიანთა სიმრავლეში ვარ ერთეული, ერთი რომელიღაცი. დრო იწყება ჩემთვისაც, მაგრამ საჭიროა ადგილი გქონდეს აქ, იბრძოდე, თავს იმკვიდრებდე. განა მარტო ხორცია ადამიანი? სულსაც სჭირდება ძალა ამისთვის. რაც შენი მოწოდებაა, ის არ დაიკარგება, შენში არსებობს, შენგან იქმნება, უბრალოდ შენი ნებაა, შენი გამოვლინება. სამართალი მაინც სუფევს ქვეყანაზე, ის მართალი , ამდენ მტყუანს რომ განაგდებს! სამართალი ის ძალაა ქვეყანაზე, ყველა ერთად შეკრებილი რომ არ ავლენს, მალულები ეფარვიან და ცრუობენ, მაინც არის სამართალი ქვეყანაზე! ის მოელის ყველა ჩვენგანს, ვინც რა იცის თავის თავზე! მაშინ ვიდგები ადამიანთა მოდგმაში, როცა გავერკვევი ვინც ვარ მე! 01.04.2016
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი