მომწერე წერილი
მომწერე წერილი ქაღალდზე სიტყვებით, იმ კალმით - ნაღველში რომელსაც აწობდი, თავს თუ ვერ მოაბავ სტრიქონებს ფიქრებით, მომწერე ის - რასაც არ აწონ- დაწონი. მომწერე თუ როგორ არ მოგენატრები, რომ არ მოგინდება ჩემი ხმის გაგება , რომ არ შემოგიტევს არასდროს დარდები არც ის - სიყვარული რომ ჰქვია სახელად. რომ აღარ ამშვენებს გაზაფხულს იები, რომ არ აყვავდება ჩვენს ბაღში ხეხილი, რომ არც ერთ შეხედვას არ აპატიებდი და შეაგებებდი მზერასვე მეხივით. მომწერე თუნდ ლექსად - თუგინდა პოემად, ის - რაც არ ყოფილა ან აღარ იქნება, რომ გადაგვიარა სასტიკად დროებამ წინ გადაგვეღობა ბობოქარ ზვირთებად. მომწერე ცინიზმით- მომწერე სარკაზმით, რასაც ისურვებდი არასდროს არ გკითხო, მომწერე თუმცა კი გაფრთილებ ხაზგასმით არ შეცდე ... არ გახსნა და არ წამაკითხო ... მარი ბაიდოშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი