ეს შენი ცხელი ხელისგულები


ეს შენი ცხელი ხელისგულები
ლოყას რომ  მიწვავს-გელაგოს ერთხანს,
ნეტავი ასე ჩვენი გულები
როდემდე შესძლებს რითმულად ფეთქვას ?

წასვლისას უკვე მისული კართან,
თავიდან გნატრობ-თავიდან გელი.
ჩემთან ხარ თითქოს და მაინც არ ხარ
ბოლომდე ჩემთან-ბოლომდე ჩემი.

როგორც პეპელა მცხუნვარე ალთან
კვლავ ვილტვი შენთან სალაპარაკოდ,
ჩეგან წასული მღალატონ ქმართან,
ჩემთან მოსული-შენს ქმარს ღალატობ.

ისევ ჩავივლი შენს სახლთან ახლოს,
დაე გონება გრძნობამ განაგოს.
შენ ალბად შინ ხარ და სუფრას აწყობ,
თვალს ვავლებ სარკმელს და გზას განვაგრძობ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
Lilith 1 თვის წინ

ლამაზი ლექსია 😵‍💫

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი