საბედისწერო ქალი
წაკითხული აქვს ამ ქალბატონს ნიცშეც და კანტიც , ფილოსოფიურ საუბრებშიც აგყვება ნაზად, მაგრამ არ გინდა... არ გაერთო ამ ქალით-არ ღირს, ვერ გამოდგება ვერც მეგობრად -ვერც მაგარ ,, ნაშად“ კონფუცსაც იცნობს,სოკრატეს და რენე დეკარტის მსჯელობს ფაქტებით, ლოგიკურად - თამაშობს ერთგულს, თუმცა ყოველთვის ხელში ხვდება მას ცუდი კარტი., ტკივილს და ტანჯვას უორმაგებს ყველა მის მეგზურს. მე დავარქმევდი ამ ლამაზმანს იმ ნეკნს ადამის, სათავეშივე რომ გამოლპა ყველაზე უფრო, კი- მისნაირი ალბათ ქვეყნად ბევრი არ დადის, მაგრამ ნუ ელი მისგან ხსნას და ნურც ფიქრში უხმობ. შეპყრობა მისით დამიჯერე ,ვიცი არ გარგებს, საყვარელია ,ძლიერ ნაზიც თან იდუმალიც , თუმც არ ერგება არანაირ ქალურ სტანდარტებს, თანაც დროდადრო მის სხეულში ბორგავს ცუნამიც. ხო ვიცი,ვიცი -თავბრუს გახვევს ,გათრობს, გიზიდავს, ახასიათებს ეგ თვისება -ვერ დაუკარგავ, თუმც მოაქვს ნგრევაც -როგორც ყველა ძლიერ მიწისძვრას, იმ შავ ხვრელს სულში-ტანსმომდგარი კაბა უფარავს. არ შეიყვარო... თავს უშველე სანამ მთელი ხარ, გაშორდი მსწრაფლ და არ გაბედო უკან მოხედვა, ის გადარჩება-შენ დაგღუპავს -შენ ხომ წრფელი ხარ, ის მაინც შესძლებს ცუდი კარტით ხელის მოგებას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი