გთხოვ არ მიმატოვო ამ მძიმე მომენტში


გთხოვ არ მიმატოვო ამ მძიმე მომენტში,
მე თვითონ მაშინებს ჩემივე სიშლეგე,
უძღები შვილივით კვლავ შენთან მოვედი...
- ღმერთო მაპატიე და ისევ მიშველე.

ამ საბედისწერო გზების გასაყარზე,
ცახცახით მომდგარი კვლავ ვირჩევ არადანს.
იქნებ ეს სიგიჟე საღ აზრად გასაღდეს,
რომ მევე ჩავუდგე ჩემს ცოდვებს გარანტად.

და მსგავსად ნადირის - ხაფანში გაბმისას,
რომ არ გადავიღრღნა მაჯები ჩემითვე,
თუ ამგვარ სიშმაგის მოთოკვა გაჭირდა,
შენ ყოვლისმომცველო უფალო .. - შემინდე.

შემინდე მაშინაც - თუკი არ ვიწამე
ჩემივე თავის და ჩემივე სიმართლის,
რომ საგზლად შემომრჩეს ცალ პეშვში მიწა მე,
როს წავალ საძებრად გვირაბში სინათლის...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

3 კომენტარი
გიორგი ვასაძე სტუდენტი2 კვირის წინ

საოცრებაა❤️❤️🥺

მამიაპენსიონერი2 კვირის წინ

საოცრებაა!!!

მარი ბაიდოშვილილოჯისტი1 კვირის წინ

მადლობა ❤️❤️

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი